ოლიმპიური სახეობა კანოე - კაიაკის ისტორია

     ნიჩბოსნობა  კანოეთი  და კაიაკით - სანიჩბოსნო   სპორტის  ერთერთი  ნაირსახეობაა რბო ლა ცალნიჩბიან და წყვილნიჩბიანი ნავებით. კანოეს საერთაშორისო  ფედერაცია აერთია ნებს ექვს დისციპლინას, მათ შორის ორი ოლიმპიურია, სპრინტი და სლალომი. სპრინტში  ევროპის ჩემპიონატი იმართება  1933  წლიდან,  მსოფლიო   ჩემპიონატი  1938   წლიდან, ხოლო ოლიმპიური თამაშების პროგრამაშია 1936 წლიდან.კაცობრიობას უხსოვარი დრო იდან ემსახურებოდა კაიაკი და კანოე, როგორც წყალზე გადაადგილების საშუალება.თანა მედროვე კაიაკის  შორეულ წარმომადგენლად ითვლება ესკიმოსური ნავი  კაიაკი, ხოლო კანოესი - ინდიელთა პიროგა.  შოტლანდიელმა  იურისტმა ჯონ  მაკგრეგორმა   სწორედ ესკიმოსთა ნავების მიხედვით დაამზადა პირველი კაიაკი. 1924 წელს კოპენჰაგენში დაარსებული კანოეს საერთაშორისო წარმომადგენლობის ინიციატივით გაიმართა პირველი ოფიციალური საერთაშორისო შეჯიბრება, მათ  შორის  ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატები, ბერლინის 1936 წლის ოლიმპიური თამაშებიდან კი ნიჩბოსნობა სრულუფლებიანი   ოლიმპიური სახეობა  გახდა. კანოეს  საერთაშორისო  ფედერაცია  დაარსდა  1924  წლის 19 იანვარს კოპენჰაგენში, აერთიანებს 5 კონფედერაციას და 131 ქვეყნის ფედერაციას.

     საქართველოში ხალხურ ნიჩბოსნობას  დიდი ხნის ისტორია აქვს. კაიაკით პირველი  სპორტული შეჯიბრება 1930 წლებში გაიმართა, როცა ქ. მცხეთაში  წყალჯომარდობის  სადგური აიგო.

     სსრკ-ს  პირველი  ჩემპიონი მცხეთის მკვიდრი ვალენტინა სერედა გახდა (1948 წელი, ერთ ადგილიანი  კაიაკით 1000 მ).  საქართველოში სპორტის ამ სახეობის აღორძინება   იწყება გასული  საუკუნის 60-იანი  წლებიდან,  გვყავდა სპრინტში საბჭოთა კავსირის,  ევროპის და მსოფლიო  დონის  წარმატებული  სპორტსმენები:  ავერი  მატკავა;  ვიქტორ  კრატასიუკი; ჯიმშერ  ხოშაბაევი; თენგიზ ხუბერაშვილი; ბორის მხეიძე; ვლადიმერ  პოკრიშენკო;  ჯონი ჩარაევი; ზურაბ ხოფერია; თამაზ ჩიტაია; კახაბერ ლომიშვილი და სხვები. საქართველოს ნიჩბოსანთაგან  ყველაზე  დიდ  წარმატებას მიაღწია ფოთელმა ვიქტორ კრატასიუკმა,  ის მიუნხენის ოლიმპიური  თამაშების ჩემპიონი გახდა.  (ორადგილიანი  კაიაკით   1000 მ.) ხოლო  მცხეთელმა  ზაზა  ნადირაძემ  რიოს  2016 წლის ოლიმპიურ თამაშებზე კანოეთი მეხუთე ადგილი დაიკავა,. დღეს ზაზა 2018 წლის ევროპის ჩემპიონია 200 მ სპრინტში.

     საქართველოს   დამოუკიდებლობის   აღიარების   შემდეგ  1991 წ. 27 ივლისს   დაფუძნდა „საქართველოს  ნიჩბოსნობისა და კანოეს   ფედერაცია“, რომელიც 1991 წლიდან   აკადე მიური  ნიჩბისნობის   საერთაშორისო   ფედერაციის (FISA)  ხოლო  1996 წლის 25 ოქტომ ბრიდან  კანოეს  საერთაშორისო  ფედერაციის (ICF)  წევრია. 2012 წლის   ივნისში  ოთხმა პიროვნებამ   დააარსა  საქართველოს  კანოეს ეროვნული  ფედერაცია,  რომელიც  2014 წელს გახდა ICF წევრი და დღესაც ფუნქციონერებს.
     საწყალოსნო სლალომის ისტორია იწყება1932 წლიდან. წყლის   სტიქიასთან  შებრძოლე ბისა და აბობოქრებულ მდინარეზე დაშვების მსურველები და მოყვარულები მოგვიანებით კანოეს საერთაშორისო ფედერაციამ შეიერთა, წესები  დაუდგინა და პირველი  შეჯიბრებე ბი მოაწყო.  საქართველოში  პირველი სლალომისტები 1970  წლების  დასაწყისში  გამოჩ ნდნენ. მათ  მალე აუღეს ალღო სპორტის  ახალ სახეობას და სსრკ-ს  ჩემპიონატებში  არა ერთხელ  იმარჯვეს.ქართულ  სპორტს  ახსოვს  გიორგი ნასყიდაშვილი (1972 წ. მიუნხენის ოლიმპიადის მონაწილე);  სულიკო  ციცქიშვილი;  ვიტალი  როსტიაშვილი;  ომარ  მარეხა შვილი, რომლებმაც  სსრკ-ს  გუნდური  ჩემპიონატი მოიგეს და დიდი  წვლილი  შეიტანეს სპორტის ამ ულამაზესი სახეობის განვითარებაში.

Copyright © 2018 www.chinchaladze.ge