საქართველოს კანოე - კაიაკის ფედერაცია

     2015 წლის ნოემბერში ფედერაცია ოცდაერთმა გამოჩენილმა ნიჩბოსანმა დააფუძნა. მათ შორის არიან დამსახურებული ვეტერანები, სპორტის ოსტატები, სპორტის დამსახურე ბული მოღვაწეები, კვალიფიციური მსაჯები, გამოცდილი მწვრთნელები და წარჩინებული სპორტსმენები. ფედერაციის ხელმძღვანელი ორგანო არის აღმასკომი, ჰყავს პრეზიდენტი (ბორის მხეიძე). ორი ვიცე პრეზიდენტი (სულიკო ციცქიშვილი, გიორგი ნასყიდაშვილი), გენერალური მდივანი (შალვა მუსოევი) და მთავარი მწვრთნელია აკაკი იოსავა.

     ფედერაციაში გაერთიანებულია ნიჩბოსნობის კლუბები: „თეთრი ტბა“ (თბილისი); „ბაგინე თი“ (ქ. მცხეთა); „ბაზალეთი“ (ქ. დუშეთი); „საქართველო“ (ქ. ფოთი); ქ. ბათუმის ნიჩბოსნო ბის სპორტული სკოლა; გიორგი კაპანაძის სახელობას ნიჩბოსნობის აკადემია (ქ. მცხეთა); ქ. დუშეთის კომპლექსური სპორტული სკოლის ნიჩბოსნობის განყოფილება; ქ. ფოთის კომპლექსური სპორტული სკოლის ნიჩბოსნობის განყოფილება. სხვადასხვა რანგის შეჯი ბრებებს ემსახურება 8 კვალიფიციური მსაჯი.

     ბაზალეთის ტბაზე აღზრდილი ნიჩბოსნებიდან (მწვრთნელები; შალვა მუსოევი, გოჩა ჩიხა შვილი, კონსტანტინე რუხაძე) უნდა აღინიშნოს მარი ქერდიკაშვილის წარმატება 2018 წლის ახალგაზრდებს შორის (U-23) მეორე ადგილის დაკავება. მარი ბოლო წლების განმავ ლობაში ნაბიჯ - ნაბიჯ უახლოვდებოდა ამ შედეგს,მან თავის მეწყვილესთან ნატა ჩხუტია შვილთანაც ორმოსასმელიან კანოეშიც მიაღწია გარკვეულ წარმატებებს. ფედე რაციოას დიდი იმედი აქვს, რომ მარი მომავალი ოლიმპიყრი თამაშების საგზურს მოიპო ვებს.ამავე საგზურის მოსაპოვებლად ემზადება კანოისტი მალხაზ ჭინჭარაშვილი, რომელ მაც ძალები უკვე მოსინჯა 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე. აღსანიშნავია ასევე ორი ახალგაზრდა კაიაკერი ჯუმბერ ჩხუტიაშვილი და ემზარ ირემაშვილი, რომლებმაც უკვე მონაწილეობა მიიღეს მსოფლიოს 2018 წლის ახალგაზრდულ ჩემპიონატში. თუ აღარ ჩავთვლით, რომ ისინი ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს უცვლელი ჩემ პიონები არიან, როგორც ერთიან ასევე ორმოსასმელიან ნავებით რბოლაში.

     ქ.ფოთის ნიჩბოსნობის სკოლის აღზრდილია მურმან მალანია (მწვრთნელი - ზურაბ მალანია), რომელმაც 2017 წ. ევროპის და მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატებში ვერცხლის მედალი დაისაკუთრა. ხოლო გია გაბედავა 2017 წლის ევროპის ახალგაზ რდულ ოლიმპიადაზე მესამე ადგილს დასჯერდა. ფოთელმა ლუკა დობორჯგინიძემ (მწვრთნელები; აკაკი იოსავა, კობა ტაბატაძე) 2018 წ. ევროპის ახალგაზრდულ პირვე ლობაზე თბილისელ მეწყვილესთან ერთად ჯერჯერობით მონაწილის სტატუსი მიიღო, ხოლო საქართველოს საშემოდგომო ჩემპიონატზე უდავო ლიდერად მოგვევ ლი ნა.
     საქართველოს ჩემპიონები გახდნენ 2003წ. დაბადებული მცხეთელი კანოისტები თორნიკე ბერიძე და ერეკლე ჩხეიძე (დიდი ბაბუების საქმის გამგრძელებლები) ვისზეც ფედერა ცია მომავალში დიდ იმედებს ამყარებს. მცხეთაში ემზადება მომავალი ოლიმპიური საგზუ რის მოსაპოვებლად კლუბი „თეთრი ტბის“ აღზრდილი ნიკ მინდოდაურიც(მწვრთნელი ნიკო ლოზ გირდა).

     აღსანიშნავია ის ფაქტი,რომ ეროვნული ფედერაციისგან განსხვავებით  ჩვენი ფედერაცია მხოლოდ  საკუთარი  სახსრებით და იშვიათ  შემთხვევაში   სპონსორების   დახმარებით ფინანსდება.მიუხედავად ამისა  ქალაქების  ხელმძღვანელობის გვერდში დგომით  სპორ ტული შედეგები არცთუ მწირია.

Copyright © 2018 www.chinchaladze.ge